ჭარხლის უგემრიელესი ფხალი

ჭარხლის უგემრიელესი ფხალი
fpaparazzi ნიგვზიანი ფხალის კიდევ ერთ საინტერესო რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • ნიორი 2 კბილი
  • მარილი გემოვნებით
  • ხმელი-სუნელი 0,5 ჩ/კ
  • ქინძი 1 კონა
  • მწიკვი დაფქული ხმელი ქინძი
  • ნიგოზი 100 გ
  • წითელი ხახვი 1 თავი
  • ზაფრანა 0,5 ჩ/კ
  • თეთრი ღვინის ძმარი გემოვნებით
  • ჭარხალი 500 გ


მომზადების წესი:

  1. ჭარხალი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცხელი წყალი და მოხარშეთ. შემდეგ გადაიტანეთ ცივ წყალში და დააცადეთ კარგად გაცივდეს.
  2. ხახვი და ნიორი გაფცქვენით, ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად, ნიორი დაჭყლიტეთ. მწვანილი გარეცხეთ და დაჭერით წმინდად.
  3. ნიგოზიც დაჭერით, შემდეგ კი დააბლენდერეთ ერთად ნიგოზი, ხახვი, ნიორი, მწვანილი, სუნელები და მარილი.
  4. გაფცქვენით ჭარხალი, დაჭერით პატარა ნაჭრებად, გადაიტანეთ ბლენდერში და ათქვიფეთ ნიგვზის მასასთან ერთად.
  5. გააჩერეთ მომზადებული ფხალი 30 წუთი. კოვზის მეშვეობით მიეცით პატარა კატლეტების ფორმა და ლამაზად დაალაგეთ გაშლილ თეფშზე.
  6. სუფრასთან მიიტანეთ ქორფა მწვანილმოყრილი.

გემრიელად მიირთვით!