ვაშლის უგემრიელესი დესერტი

ვაშლის უგემრიელესი დესერტი
fpaparazzi მსუბუქი და ძალიან გემრიელი დესერტის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • კენკრა მოსართავად
  • ნიგოზი
  • სიროფი (ჟოლოს)
  • თაფლი
  • ვაშლი მოზრდილი


მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ ვაშლი და ამოაცალეთ გულები ღრმად.
  2. გაფცქვენით ვაშლი ისე, რომ მიიღოთ ახალგაშლილი ყვავილის კოკორი.
  3. წვრილად დაჭერით ნიგოზი, დაუმატეთ თაფლი და მოათავსეთ მიღებული მასა ვაშლის გულში.
  4. ჩაასხით სიროფი, შემდეგ დაუმატეთ კვლავ ნიგვზისა და თაფლის გულსართი, მერე ისევ სიროფი, სანამ ვაშლის ღრმული არ ამოივსება.
  5. მოათავსეთ ვაშლი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
  6. როცა ვაშლი შეიწვება, გამოიღეთ ღუმელიდან და ფრთხილად, დანით მოაცილეთ ქერქი.
  7. მორთეთ დესერტი კენკრით და მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი.

გემრიელად მიირთვით!