სეზონის ჰიტი - ვაშლის უგემრიელესი ქრამბლი!

სეზონის ჰიტი - ვაშლის უგემრიელესი ქრამბლი!
fpaparazzi გირჩევთ, აუცილებლად მოამზადოთ ეს უგემრიელესი დესერტი, ის მსუბუქია, არომატული და მარტივად მზადდება.

საჭირო მასალა:
  • 2 ცალი მოზრდილი ვაშლი
  • ყავისფერი შაქარი
  • სწრაფად მოსამზადებელი შვრიის ფანტელი 2 ს/კ
  • დარიჩინი 3/4 ს/კ
  • კარაქი 2 1/2 ს/კ
  • ფქვილი 1 ჩ/კ
  • ზღვის მარილი 1/4 ჩ/კ
  • ვანილის ნაყინი

მომზადების წესი:
  1. ფხვიერი მასა: ერთმანეთში აურიეთ 2/კ შაქარი, დარიჩინი, კარაქი. ვაშლი გაფცქვენით და ამოაჭერით გულები.
  2. გაჭერით თითოეული ვაშლი შუაზე. გააკეთეთ თანაბარი ჩანაჭრები ვაშლის თითოეულ ნაჭერზე.
  3. მოათავსეთ ვაშლები გამოსაცხობ ფორმაში და დაფარეთ შაქრის მასით.
  4. გადააფარეთ ფორმას ტყვიის ქაღალდი და შედგით გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
  5. შემდეგ მოაცალეთ ფოლგა და აცხვე კიდევ 10 წუთი.
  6. ამასობაში ერთმანეთში აურიეთ დარჩენილი შაქარი, კარაქი, დარიჩინი, შვრიის ფანტელი, ფქვილი, მარილი.
  7. გამოიღეთ ღუმელიდან ვაშლი, ფრთხილად გაწიეთ ჩანაჭერი ადგილები და ამოავსეთ შაქრიან მასით.
  8. დააბრუნეთ ღუმელში და გააჩერეთ კიდევ 10 წუთი, სანამ ზედაპირი არ მოიბრაწება. მიირთვით ნაყინთან ერთად.

გემრიელად მიირთვით.