ხაში უგემრილესი წვნიანი ნაბახუსევზე მისართმევად
ხაში აზიურ ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული წვნიანია და მას თითქმის ყველგან ერთნაირად ამზადებენ. ცნობილია, რომ ხაში საუკეთესო გამოსავალია ნაბახუსევზე მისართმევად.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- საქონლის ფაშვი-1 კგ
- საქონლის კანჭი- 4კგ
- მარილი გემოვნებით
- ნიორი- 1 თავი
მომზადების წესი:
- საქონლის ფაშვი და კანჭი კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ. საბოლოოდ იგი სარკესავით უნდა პრიალებდეს (შეგიძლიათ უკვე გასუფთავებულიც შეიძინოთ)
- შემდეგ დაასხით წყალი ისე რომ დაიფაროს. მიიყვანეთ ადუღებამდე და კვალვ მიიყვანეთ ადუღებამდე. ეს პროცესი გაიმეორეთ სამჯერ. შემდეგ კი დაასხით ცივი წყალი და ხარშეთ 6-8 საათის განმავლობაში. პერიოდულად მოხადეთ ქაფი.
- როდესაც ხორცი მოიხარშება, ამოიღეთ ქვაბიდან, დააწყვეთ ხის ფიცარზე და მოაშორეთ ზედმეტი ძვლები, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და კვლავ დააბრუნეთ ბულიონში.
- ნიორი გაარჩიეთ და დაჭყლიტეთ. აურიეთ მარილი.
- ხაში ღრმა თეფშებით მიიტანეთ სუფრასთან. მიირთვით ნიორთან და მარილთან ერთად. ძალიან უხდება არაყიც.