წითელი ტყემალი - გემო, რომელიც არ დაგავიწყდებათ

წითელი ტყემალი - გემო, რომელიც არ დაგავიწყდებათ
მომზადების დრო- 1 საათი, მომზადების სირთულე- საშუალო

საჭირო მასალა:


  • წითელი წიწაკა- 1- 2 ცალი
  • წითელი ტყემალი
  • კამის რამდენიმე ტოტი მარცვლებით- 250 გ
  • წყალი- 2ჭიქა
  • შაქარი 1-2 ს.კ
  • ახალი პიტნა- 250გ
  • ქინძი- 300გ
  • ნიორი- 4-5 კბილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ტყემალი გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე.
  2. როდესაც მოიხარშება, გადაიტანეთ საწურზე და ხელით გახეხეთ.
  3. მიღებულ მასაში მოათავსეთ ძაფით შეკრული კამის ტოტები, დაუმატეთ მარილი და წიწაკა.
  4. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
  5. ამასობაში მწვანილი და ნიორი დააბლენდერეთ, შემდეგ კი დაუმატეთ სოუსს და ხარშეთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში. თუკი ზამთრისთვის აპირებთ შენახვას, ტყემალი ჩაასხით სტერილურ ბოთლებში.
გემრიელად მიირთვით.