ტყემალი ომბალოთი და უცხო სუნელით

ტყემალი ომბალოთი და უცხო სუნელით
ახალი ტყემლის გამაბრუებელი არომატი და არაჩვეულებრივი გემო, ალბათ ყველასთვის ნაცნობია. ამჯერად გასწავლით როგორ მოამზადოთ სულ რამდენიმე საათში უგემრიელესი ახალი ტყემალი.

საჭირო მასალა:

  • 2კგ ტყემალი
  • 3-4 ცალი წიწაკა ან 5- 10 გ დაფქული წიწაკა
  • 5-6 კბილი ნიორი
  • თითო ტოტი კამა და ქინძი მარცვლებით
  • 7 გ კამა ან ცერეცო
  • 3-5 გ უცხო სუნელი
  • 7გ ხმელი ქინძი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ალუჩა გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. ქვაბში ასევე მოათავსეთ კამისა და ქინძის ტოტები მარცვლებით. მიიყვანეთ ადურებამდე, შემდეგ კი გადატანეთ საწურზე და გახეხეთ.
  2. მიღებულ მასას დაუმატეთ სუნელების მიქსი. გააჩერეთ და დაუმატეთ მარილი.
  3. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე.გამუდმებით ურიეთ და საჭიროების შემთხვევაში გაათხელეთ თავისივე წვენით.
  4. გააცივეთ და ჩაასხით გასტერილებულ ბოთლებში. მჭიდროდ დაახურეთ თავი და შეინახეთ გრილ ადგილას.
გემრიელად მიირთვით.