ტყემალი ომბალოთი და უცხო სუნელით- არომატი, რომელიც ყველაფერს აბრუებს
სულ მალე ახალი ტყემალი და ალუჩა შემოვა და არაფერი სჯობს სახლში მომზადებულ ახალი ტყემლის მირთმევას შემწვარ კარტოფილთან თუ ხორცთან ერთად. თუ თავად არასოდეს მოგიმზადებიათ, გთავაზობთ ტყემლის მომზადების ტრადიციულ რეცეპტს, რომელიც აუცილელად უნდა შეინახოთ.
მომზადების დრო- 2საათი და 30 წუთი, მომზადების სირთულე- საშუალო.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
ცნობისათვის:
ტყემალი ყველაზე მეტად უხდება ახალ შემწვარ კარტოფილს, ომლეტს, ქათამს, თევზს და მწვადს. ტყემალი სავსეა ვიტამინებით და ორგანიზმს ზედმეტი ცხიმის დაწვაში ეხმარება.
მომზადების დრო- 2საათი და 30 წუთი, მომზადების სირთულე- საშუალო.
საჭირო მასალა:
- 2 კგ ტყემალი
- 5-10 გ დაფქული წიწაკა
- 5-6 კბილი ნიორი
- თითო ტოტი ხმელი კამა და ქინძი
- 7 გ ცერეცო ან კამა
- 7გ უცხო სუნელი
- 3-5გ ომბალო
- 7 გ ქონდარი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ტყემალი ან ალუჩა გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. ქვაბში ჩააწყვეთ კამისა და ქინძის მარცვლებიანი ტოტები. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი საწურზე დაასხით და ხელით გახეხეთ.
- მიღებულ მასას დაუმატეთ დანაყილი სუნელები, კარგად აურიეთ და დაუმატეთ მარილი.
- შემდეგ ჩაასხით ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე, მცირე დოზებით დაუმატეთ თავისივე წვენი მანამ, სანამ არაჟნის კონსისტენციის მასას არ მიიღებთ. მას შემდეგ რაც ადუღდება, ჩაასხათ სტერილიზებულ ქილებში, მჭდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ გრილ და ცივ ადგილას.
ცნობისათვის:
ტყემალი ყველაზე მეტად უხდება ახალ შემწვარ კარტოფილს, ომლეტს, ქათამს, თევზს და მწვადს. ტყემალი სავსეა ვიტამინებით და ორგანიზმს ზედმეტი ცხიმის დაწვაში ეხმარება.