საქონლის ხორცი შავი ქლიავით
fpaparazzi-იმ შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი კერძს რეცეპტი შეგირჩიათ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- ხახვი-200- 250 გ
- სტაფილო- 1ცალი
- საქონლის რბილი ხორცი- 600გ
- შავი ქლიავი- 5-6 ცალი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ხახვი წვრილად დაჭერით, ხოლო სტაფილო გახეხეთ.
- ჩაყარეთ ქვაბში ან ტაფაში დაასხით ცოტაოდენი წყალი და თავდახურულ მდგომარეობაში თუშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.
- ამასობაში ხორცი დაამუშავეთ.
- ხორცი წვრილად დაჭერით და ჩაყარეთ სასურველი ზომის ჭურჭელში.
- შავი ქლიავი გარეცხეთ და ჩაყარეთ ქვაბში, სადაც ხორცი გაქვთ მოთავსებული.
- დაუმატეთ ½ ჭიქა ადუღებული წყალი და თუშეთ ხორცის დარბილებამდე. (ეცადეთ ქლიავი ცოტა მომჟავო შეარჩიოთ).
- შემდეგ დაუმატეთ წინასწარ მოთუშული ბოსტნეული და გემრიელად მიირთვით.