ყველაზე არომატული აფხაზური აჯიკა

ყველაზე არომატული აფხაზური აჯიკა
აჯიკის უამრავი რეცეპტი არსებობს და საქართველოს თითქმის ყველა კუთხის წარმომადგენლები მას სხვადასხვანაირად ამზადებენ. fpaparazzi დღეს აფხაზური, ყველაზე არომატული აჯიკის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • ერთი მუჭა მარილი
  • 1 კონა ქინძი
  • ხმელი ქინძი 0,5 ჩ/კ
  • ცხარე მწვანე წიწაკა 1 კგ
  • 1 მოზრდილი თავი ნიორი


მომზადება:

  1. გარეცხეთ წიწაკა, გაჭერით შუაზე და გაასუფთავეთ თესლისგან.
  2. ნიორი გაარჩიეთ, ქინძი გარეცხეთ და გააშრეთ. ყველაფერი დაჭერით მსხვილად.
  3. დანაყეთ ხმელი ქინძი და მარილი ერთად.
  4. წიწაკა, ნიორი და ქინძი გაატარეთ ხორცსაკეპში.
  5. დაუმატეთ ხმელი ქინძისა და მარილის მასა, აურიეთ და გაანაწილეთ ქილებში.
  6. ჰერმეტულად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.