მარტივად მოსამზადებელი არომატული მწვანე აჯიკა

მარტივად მოსამზადებელი არომატული მწვანე აჯიკა
fpaparazzi გთავაზობთ მწვანე აჯიკის რეცეპტს, რომელიც დიდხანს ინახება მაცივარში და რომელსაც ხშირად გამოიყენებთ ხორცეულისა და თევზეულისთვის.
საჭირო მასალა:
  • მწვანე წიწაკა 4 ცალი
  • ნიორი 10 კბილი
  • ქინძი 4 კონა
  • ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
  • მარილი 1 ს/კ

მომზადება:
  1. გაფცქვენით ნიორი. წიწაკას გამოაცალეთ თესლი.
  2. ბოსტნეული და ქინძი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ მარილი და ზეითუნის ზეთი.
  3. ყველაფერი კარგად აურიეთ და შეინახეთ მაცივარში.
  4. გამოიყენეთ ნებისმიერი სოუსის შესაკმაზად და აუცილებლად გასინჯეთ ხორცთან და თევზეულთან ერთად!