ტრადიციული ქართული საწებელის მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი
მომზადების დრო- 2,30 წთ, მომზადების სირთულე- საშუალო
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 2 კგ პომიდორი
- 4-5 ცალი წითელი წიწაკა ან დაფქული 5- 10 გ
- 5-6 კბილი ნიორი
- 3-5გ ომბალო
- 7 გ ქმელი ქინძი
- 7გ ცერეცო ან ომბალო
- 7გ უცხო სუნელი
- თითო ტოტი ხმელი კამა და ქინძი მარცვლებით
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- პომიდვრები გარეცხეთ, დაასხით მდუღარე და მოაცილეთ კანი. ჩააწყვეთ ქვაბში და იმდენი წყალი დაასხით რომ დაიფაროს. ხარშეთ 20- 30 წუთით, შემდეგ კი პომიდვრები გაატარეთ საწურში. მიღებულ მასას დაუმატეთ ზემოთჩამოთვლილი სუნელების მიქსი. ცოტა ხანს გააჩერეთ და დაუმატეთ მარილი.
- შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე, გამუდმებით ურიეთ და საჭიროების შემთვევაში დაუმატათ წყალი. საბოლოოდ, უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა.
- გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაასხით სტერილიზებულ ქილებში. თავი მჭირდოდ დაახურეთ და შეინახეთ გრილ ადგილას.