ნახველის გამათხელებელი და ამოსახველებელი ხალხური, ეფექტური საშუალებები!

ნახველის გამათხელებელი და ამოსახველებელი ხალხური, ეფექტური საშუალებები!
სავარაუდოა რომ მწეველ ადამიანს უმეტესწილად აქვს ქრონიკული ბრონქიტი, რომელიც შესაძლოა გართულებულიც იყოს. სასურველია, მან ჩაიტაროს სათანადო გამოკვლევა და პულმონილოგიის კონსულტაცია. რაც შეეხება ხალხურ ამოსახველებ და ნახველის გამთხელებელ საშუალებებს: ასეთებია:

  • წითელიმ მოცვის ვაჟინი თაფლთან ერთად 1:1 - ზე უნდა მიიღოთ ხშირ - ხშირად სუფრის კოვზით. მკურნალობის დროს უკეთესია, თუ წყლის ან ჩაის ნაცვლად მარწყვის ნახარშს მიიღებთ.

  • აურიეთ თანაბარი რაოდენობით ჭვავი, შვრია, ქერი, ვარდკაჭაჭა და გაფცქვნილი მწარე ნუში ( დანაყილი ). დაამზადეთ ნახარში ყავის მსგავსად და დალიეთ.

  • ადუღეთ თალგამის წვენი შაქრით ან თაფლით და მიირთვით.

  • თეთრი ხახვი დაჭერით და ფენა - ფენა მოაყარეთ შაქარი. დადგით 2 – 3 სთ. გამოყოფილი წვენი სვით დღის განმავლობაში ჩაის კოვზით.

  • ბოლოკი დაჭერით პატარა სამკუთხედებად, მოათავსეთ ქვაბში და დაუმატეთ შაქარი. შედგით აირღუმელში ორი საათი. გაწურეთ და ჩაასხით წვენი ბოთლში. მიიღეთ ორი ჩაის კოვზი 3 - ჯერ დღეში, ჭამის წინ.

  • თანაბარი რაოდენობით აურიეთ სტაფილოს წვენი და რძე. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ექვსჯერ დღეში.

სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი შეკითხვა ექიმს