ხალხური საშუალებები, რომლებიც გაგანთავისუფლებთ ასთმისგან და ბრონქიტისგან.

ხალხური საშუალებები, რომლებიც გაგანთავისუფლებთ ასთმისგან და ბრონქიტისგან.
ბრონქიტი ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ბრონქებში ანთებითი პროცესები აღინიშნება. ძირითადი სიმპტომებია: ხველა, ლორწოვან - ჩირქოვანი ნახველის გამოყოფა, ზოგადი სისუსტე. მძიმე ფორმის დროს ჩნდება ქოშინი. ბრონქიტის გამომწვევი მიზეზია ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები. ხელშემწყობი ფაქტორებია - გაციება, მშრალი, დაბინძურებული ჰაერი.

ბრონქიტის დროს:
  • 15 გრ ალოეს წვენი, 100 გრ თაფლი, 100 გრ ღორის ან ბატის ქონი, 100 გრ უმარილო კარაქი გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცხელ წყალში და მიიღეთ ჩაის კოვზით 2 – 3 - ჯერ დღეში.

  • დაუზილეთ ავადმყოფს მკერდი ნარევით: 1 ჩაის კოვზ შემთბარ სკიპიდარს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ( საფაღარათო) ზეთი. შემდეგ ავადმყოფი თბილად შეფუთეთ. პროცედურა ჩაატარეთ დილა - საღამოს.

  • ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს, კარგ შედეგს იძლევა რძეში მოხარშული სალბი (შალფეი ). ერთი სუფრის კოვზი სალბი მოათავსეთ ემალის პატარა ქვაბში, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა რძე და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 10 წუთი. როცა შეგრილდება გაწურეთ ორფენა მარლაში და ისევ წამოადუღეთ. თბილი ( და არა ცხელი ) ნახარში მიიღეთ ძილის წინ.

  • ყველასათვის ცნობილი გოგლი - მოგლი კი ბრონქიტის დროს შესანიშნავი დამარბილებელი საშუალებაა.

ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სულის ხუთვის შეტევებით. მას საფუძვლად უდევს ბრონქების გამავლობის დარღვევა - გამოწვეული ბრონქიალური მუსკულატურის სპაზმითა და ბრონქების ლორწოვანის შეშუპებით.
ბრონქიალური ასთმის დროს:
  • 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ მრავალძარღვას ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 15 წუთის შემდეგ გაწურეთ ორფენა მარლაში. მიიღეთ სუფრის კოვზით 4 - ჯერ დღეში ჭამის წინ.

  • ასთმით დაავადებულებს შეტევის თავიდან აცილების მიზნით, შეუძლიათ მიიღონ დაფქული ყავისა და თაფლის ნარევი ( 200 გრ ყავა და 500 გრ თაფლი ). თითო სუფრის კოვზი ჭამის წინ, 20 დღის განმავლობაში. თუ ასთმის შეტევის დროს ფინჯან ყავას შესვამთ, მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქდებათ. ეს მხოლოდ ნატურალურ ყავას ეხება და არა ხსნადს, რომელიც მხოლოდ სუროგატია.

  • თაფლიანი ლეღვი აუმჯობესებს ასთმის დროს ავადმყოფის მდგომარეობას.

სტატიის ავტორი: მერი კაიკაციშვილი
სტატიის წყარო:მკურნალობა ოჯახურ პირობებში და ექიმის რჩევები