შემაწუხებელი ხველისგან ხალხური რეცეპტებით დავაღწიე თავი
სუსტი ჯანმრთელობის გამო იოლად ვცივდები. გაციება ხშირად მირთულდება ხანგრძლივი, მტანჯველი ხველით, ხმის წასვლითა და ჰაერის უკმარისობის შემაწუხებელი შეგრძნებით. ბევრი ქიმიური ქამლის მიღება არ მიყვარს. გარდა უკიდურესი შემთხვევებისა, ვცდილობ, გაციებას და მტანჯველ ხველას შინაური, მცენარეული საშუალებებით ვუმკურნალო.
- აიღეთ ნახევარი კილოგრამი გაფცქვნილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, 2 ჩაის ჭიქა შაქარი და ეს ყველაფერი 3 საათის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე, 1 ლიტრ წყალში. შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ ბოთლში, მოუკარით თავი და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 5-ჯერ.
- ლეღვის ნაყენის რძესთან ერთად მიღება ითვლება საუკეთესო ხველის სამკურნალო საშუალებად, განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისთვის.
- ხველის დროს რეკომენდებულია მიიღოთ ცხელი რძე მინერალურ წყალთან ერთად, განსაკუთრებით ბორჯომთან.
- მიიღეთ ცხელი რძე თაფლთან ერთად: 1ს/კ თაფლი 200 მლ რძეში ან 1/2 ჩ.კ სოდა 1 ჭ რძეში.
- შავი ბოლოკის ან თალგამის წვენი, ადუღეთ თაფლთან ერთად 2 წთ-ის განმავლობაში. მიიღება 1 ს/კ ყოველ 3 სთ-ში ერთხელ.
- შეურიეთ ერთმანეთს 1 ჭ შავი ბოლოკის წვენი დ 1 ს/კ თაფლი, დადგით ცეცხლზე ადუღებამდე. მიიღება 3 ყლუპი 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.
- ბოლოკი ამოჭერით, ჩაასხით მასში 2 ს/კ. თაფლი, მოათავსეთ ჭურჭელში ვერტიკალურად, ზემოდან დააფარეთ სქელი ქაღალდი, გააჩერეთ 3-4 სთ. ძლიერი ხველის დროს მიიღება 1ჩ/კ. მიღებული სითხე 3-4-ჯერ დღეში ჭამის ან ძილის წინ.
- 6-8 ც ბოლოკი დაჭერით თხელ ნაჭრებად, თითოეულ ნაჭერს მოაყარეთ შაქარი, გააჩერეთ 6 სთ - ის განმავლობაში. მიიღება 1 ს/კ წვენი ყოველ საათში.
- აიღეთ 2 ჩ/კ ანგელოზას დაქუცმაცებული ფესვები, მოხარშეთ 1 ჭ წყალში 10 წთ-ის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღება 1/3 ჭ რამდენიმეჯერ დღეში.