ინდაური ბროწეულის წვენში - განუმეორებელი გემოს კერძი

ინდაური ბროწეულის წვენში - განუმეორებელი გემოს კერძი
მომზადების დრო - 1,30 წუთი, ულუფების რაოდენობა- 6-8, მომზადების სირთულე - ადვილი.

საჭირო მასალა:

  • 5-6 თავი ხახვი
  • 0,5 წიწაკა
  • 3-4 ღერი ქინძი
  • 100გ ზეთი
  • 2ჩ.კ შაფრანი
  • მარილი
  • 2 კბილი ნიორი
  • ინდაურის ხორცი- 1 კგ
  • 2ჩ.კ ხმელი ქინძს მარცვლები
  • 1,5 ჭიქა ბროწეულის წვენი


მომზადების წესი:

  1. ინდაური გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ჩააწყვეთ ღრმა ქვაბში. დაუმატეთ ზეთი და თუშეთ 5-6- წუთის განმავლობაში.
  2. ხახვი გაფცქვენით, წვრილად დაჭერით და დაუმატეთ ინდაურს. თუშეთ მანამ, სანამ ხორცი არ დარბილდება. პერიოდულად დაუმატეთ ცოტა თბილი წყალი.
  3. ნიორი გაფცქვენით, წიწაკას კი გამოაცალეთ თესლი. როდესაც ხორცი მზად იქნება, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი წიწაკა, ხმელი ქინძის მარცვლები და შაფრანი.
  4. ბოლოს დაასხით ბროწეულის წვენი და 0,5 ჭიქა ადუღებული წყალი. მოურიეთ, ადუღეთ 2-3 წუთით და გადმოდგით ცეცხლიდან.
  5. სუფრაზე მიტანამდე კერძი მორთეთ დაჭრილი ქინძით.

გემრიელად მიირთვით!