ნიგვზიანი ბაჟეს მარტივი და ყველაზე გემრიელი რეცეპტი
fpaparazzi ყველასათვის ცნობილი ნიგვზის სოუსის, ბაჟეს მარტივ რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 10 გ ნიორი
- 1 გ წითელი დაფქული წიწაკა
- 5 გ ზაფრანა
- 250 გ ნიგოზი
- 10 გ მარილი
მომზადების წესი:
- ნიგოზი და ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ წითელი დაფქული წიწაკა და ზაფრამა.
- ხელით მოზილეთ ნიგვზის მასა, ნელ-ნელა უმატეთ ადუღებული წყალი და გამოადინეთ ზეთი ცალკე ჭურჭელში.
- შემდეგ დაუმატეთ იმდენი ანადუღარი გაცივებული წყალი, რომ მიიღოთ არაჟანის კონსისტენციის მასა.
- სუფრასთან მიტანის წინ მოასხით ნიგვზის ზეთი.
გემრიელად მიირთვით!