ზუთხი ნიგვზის სოუსში - სამეფო კერძის მარტივი რეცეპტი

ზუთხი ნიგვზის სოუსში - სამეფო კერძის მარტივი რეცეპტი
fpaparazzi მართლაც სამეფო კერძის ძალიან მარტივ და ეკონომიურ რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • ნიორი 1 კბილი
  • ზუთხი 500 გ
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • მარილი
  • ხახვი 1 თავი
  • 2-3 ღერი ქინძი
  • 1 ცალი ცხარე წიწაკა
  • ღვინის ძმარი 2 ს/კ


მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ ზუთხი, მოათავსეთ მთლიანად მარილწყალში და მოხარშეთ. გააცივეთ და დაჭერით. მოათავსეთ ღრმა თეფშში.
  2. ხახვი დაჭერით წმინდად. ნიგოზი, ქინძი, ნიორი და წიწაკა გაატარეთ ერთად და აურიეთ.
  3. მიღებული მასა გახსენით 1,5 ჭიქა ცივ ანადუღარ წყალში, დაუმატეთ ძმარი, წმინდად დაჭრილი ხახვი და აურიეთ.
  4. დაასხით თევზს მიღებული სოუსი.

გემრიელად მიირთვით!