ხბოს ჩაქაფული - ნაზი, არომატული და საოცრად გემრიელი!

ხბოს ჩაქაფული - ნაზი, არომატული და საოცრად გემრიელი!
მალე აღდგომაა და ჩაქაფული ამ დღეს თითქმის ყველა ოჯახში მზადდება. ამიტომაც fpaparazzi-იმ გადაწყვიტა, გაგიზიაროთ ეს რეცეპტი.

საჭირო მასალა:

  • 60 გ ქინძი
  • 150 მლ მშრალი თეთრი ღვინო
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 1 კგ ხბოს ხორცი
  • 1 ცალი ცხარე წიწაკა
  • 60 გ ტარხუნა
  • 160 გ მწვანე ხახვი
  • 30 გ ოხრახუში
  • 100 გ მწვანე ტყემალი


მომზადების წესი:

  1. დაჭერით ხორცი პატარა კუბიკებად.
  2. მწვანილი: ტარხუნა, მწვანე ხახვი და ქინძი დაჭერით მსხვილად.
  3. ნიორი დაჭერით წვრილად. ტყემალს გამოაცალეთ კურკები.
  4. ქვაბში მოათავსეთ ჯერ ხორცის ფენა, ზემოდან მწვანილის ფენა, შემდეგ ტყემალი და გააგრძელეთ ამ თანამიმდევრობით.
  5. დაასხით ღვინო და დაუმატეთ 300 მლ წყალი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით, ჩააგდეთ შუაზე გაჭრილი წიწაკა.
  6. თუშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!