ხბოს ჩაშუშული

ხბოს ჩაშუშული
fpaparazzi ტრადიციული ქართული კერძის, ხბოს ჩაშუშულის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • ხბოს ხორცი 1 კგ
  • პომიდორი 1 კგ
  • ხახვი 250 გ
  • ნიორი 1 თავი
  • თეთრი მშრალი ღვინო 150 მლ
  • კარაქი 100 გ
  • უცხო სუნელი გემოვნებით
  • წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • ქინძი - ნახევარი კონა
  • მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:
1. გახურებულ ქვაბში გაადნეთ კარაქი.
2. დაჭერით ხბოს ხორცი საშუალო ზომის კუბიკებად, ჩაყარეთ ქვაბში და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. თუშეთ 15 წუთი.
3. ჩაასხით ღვინო და გააგრძელეთ თუშვა დაბალ ცეცხლზე 20 წუთი.
4. დაუმატეთ დაჭრილი, კანგაცლილი პომიდორი, ნიორი, მარილი, წითელი წიწაკა და უცხო სუნელი. თუშეთ ხორცის სრულ მომზადებამდე.
5. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ კერძი დაჭრილი ქინძით.

გემრიელად მიირთვით!