საცივი ქათმის კუჭებით - ცნობილი კერძის განსხვავებული რეცეპტი!
დიახ, არ მოგეჩვენათ, ეს საცივი ქათმის კუჭებისგან მზადდება და ძალიან გემრიელია... fpaparazzi გირჩევთ, აუცილებლად სცადოთ ცნობილი კერძის განსხვავებული ვერსია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ქათმის ბულიონი
- ცხარე წიწაკა 0,5 ცალი
- ქინძი 2 ღერი
- ზეთი 1 ს/კ
- 0,5 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
- 0,5 ჩ/კ დაფქული მიხაკი
- 2 კბილი ნიორი
- 400 გ ქათმის კუჭები
- ფქვილი 1ს/კ
- ხახვი
- ნიგოზი 150 გ
- ძმარი 1 ჩ/კ
მომზადების წესი:
- გაასუფთავეთ კუჭები, გარეცხეთ და მოათავსეთ ქვაბში.
- ხახვი გაფცქვენით და დაჭერით წვრილად, დაუმატეთ ქვებში კუჭებს და თუშეთ 8-10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.
- შემდეგ დაუმატეთ ზეთი და 2 წუთში დაუმატეთ ფქვილი, გააგრძელეთ თუშვა 3-4 წუთის განმავლობაში.
- ახლა კი მოამზადეთ საცივის სოუსი. ამისათვის გაატარეთ ნიგოზი და ნიორი, დაჭერით წვრილად წიწაკა და ქინძი. აურიეთ ერმანეთში და დაუმატეთ დარიჩინი და მიხაკი. დაასხით ბულიონი, აურიეთ კარგად და დაასხით კუჭებს.
- თუშეთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ძმარი, წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
გემრიელად მიირთვით!