ქერტლის მოსაშორებლად დეადეჩიმს წალმბეს ვხამორბ და ბედს არ ვუიჩვი.
რამდენიმე თვეა შევამჩნიე, რომ ქერტლი გამიჩნდა და თმის ცვენაც დამეწყო. სიმართლე გითხრათ, მიზეზის საძიებლად თავი არ მომიკლავს, დედაჩემის წამლებს ვხმარობ და ბედს არ ვუჩივი.
აი მისი რეცეპტები:
აი მისი რეცეპტები:
- აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, გაფცქვენით, გახეხეთ, მიღებული მასა მოათავსეთ რამდენიმე ფენად დაკეცილ დოლბანდში, შეიზილეთ თავში და 3-4 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ თმა გამიხშირდა, დამირბილდა, ქავილის შეგრძნებამაც გამიარა და ქერტლიც გაქრა.
- კაკაოს ზეთი - 10 გრ, ზეითუნის ზეთი - 25 გრ, აბუსალათინის ზეთი - 5 გრ, ოდეკოლონი - 10 გრ, მოამზადეთ საცხი და შეიზილეთ თავის კანში.
- სვია. 1 ს/კ გამხმარი "გირჩები" წვრილად დაჭერით, დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე; გადმოდგით გასაგრილებლად და გაწურეთ. შეიზილეთ თავის კანში. აცილებს ქერტლს, ანელებს ქავილს და აჩერებს თმის ცვენას.
- 4 ს/კ ნარევი - ნემსიწვერას და ჭინჭრის ბალახისა (თანაბრად) დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი, დააყენეთ ნახევარი სთ. ამ ნაყენით სასარგებლოა დღეგამოშვებით თავზე გადავლება თმის ცვენის, ცხიმოვანი ქერტლისა და კანის ქავილის დროს.
- აიღეთ ალოეს ფოთოლი, გაჭერით შუაზე და თავის დაბანის წინ თმის ძირებში შეიზილეთ. დაბანის შემდეგაც შეგიძლიათ, მაგრამ ამ შემთხვევაში უმჯობესია 1 სუფრის კოვზი ალოეს წვენი აიღოთ.
- აიღეთ 1 ჩაის კოვზი ალთეს თესლი, დაუმატეთ 20 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და 1 საათით დადგით წყლის აბაზანაზე. შემდეგ გადაწურეთ და გააცივეთ. შემთბარი ზეთიანი ექსტრაქტი კვირაში 2-3-ჯერ შეიზილეთ თავის კანში. მკურნალობის კურსი 15 პროცედურას მოიცავს. აუცილებლობისას 2-3 კვირის შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ.