ყვავილები დღეების ნაცვლად საათებში მიჭკნებოდა.. ყველაფერი ამ სუპერ-საშუალების გამოყენების შემდეგ შეიცვალა!

ყვავილები დღეების ნაცვლად საათებში მიჭკნებოდა.. ყველაფერი ამ სუპერ-საშუალების გამოყენების შემდეგ შეიცვალა!
ეზოს მცენარეების საკვებად კვერცხის ნაჭუჭს, ყავის ნალექს, ჩაის ნარჩენებს და ბანანის ქერქსაც კი გამოიყენებენ. თუმცა ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ნაცარის გამოყენებაც შეიძლება, არადა ის ნატურალური სასუქია რომელიც არა მხოლოდ ეზოს არამედ ოთახის მცენარეებისთვისაც გამოიყენება. ნაცარი ისეთი სასარგებლო ნივთიერებების მდიდარ წყაროს წარმოადგენს, როგორებიცაა: ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი, გოგირდი, თუთია, რკინა, ბორი და ა.შ.

ნაცარი რამოდენიმე სახისაა: შეშის, ნამჯის, ნაკელის წვით წარმოქმნილი. აღაანიშნავია, რომ თითოეულ მათგანში სასარგებლო მიკროელემენტების შემადგენლობა განსხვავდება. ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვროთ რომელი მიკროელემენტები ესაჭიროება თქვენს მწვანე მცენარეს.
მოცემული ცხრილი სწორედ ამაში დაგემხარებათ.

ხის ნაცარი თამამად უნდა გამოიყენოთ ისეთი მცენარეებისთვის როგორებიცაა ფიკუსი, ბეგონია, ყოჩივარდა, ფუქსია, მონსტერა, ბალბიფოთოლა, ნემსიწვერა, ოთახის ვარდები და სხვა. გამოიყენეთ FPAPARAZZI-ს რედაქციის მიერ შემოთავაზებული ეს მარტივი რეცეპტი იმისათვის, რომ თქვენმა მწვანე მეგობრებმა ყველა საჭირო მიკროელემენტი მიიღონ.

მცენარეებისთვის საჭირო ხსნარის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
  • 100გ ხის ნაცარი
  • 10 ლ წყალი


მომზადების და გამოყენების წესი:
  1. შეურიეთ წყალი და ნაცარი ვედროში. მიღებული ნაზავით მორწყეთ თქვენი მცენარეები მთელი სეზონის განმავლობაში.
  2. თქვენი ყვავილების, ხის ნაცრით განოყიერებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე: არ შეურიოთ ის ამიაკის ან ორგანულ სასუქს! ამან შესაძლოა გამოიწვიოს ამიაკის დაკარგვა.
  3. აზოტოვანი სასუქები შეგიძლიათ შეიტანოთ, ნაცარით განოყიერებიდან ერთი თვის შემდეგ.


გისურვებთ, თქვენი მცენარეები რაც შეიძლება დიდხანს გიხარებდენ გულს. არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქენს მეგობრებს.