გსურთ ულამაზესი ყვავილნარი ბინაში? მაშინ დაიმახსოვრეთ საიდუმლოებები
ოთახის ულამაზესი საყვავილის საიდუმლო მარტივია: მცენარეებს კარგი სასუქი სჭირდება, სხვაგვარად ვერც უხვ ყვავილობას და ფოთლებს ვერ დაელოდებით. საკვები ნივთიერებების უკმარისობა იწვევს დაავადებებს, რადგან მცენარეს შეწინააღმდეგების ძალა არ შესწევს. მაგრამ როგორ შევუდგინოთ მენიუ მწვანე მეგორბრებს, მათი გემოვნების გათვალისწინებით?
- ფაქტობრივად ყველა მცენარეს უყვარს შაქარი. მორწყვამდე შეგიძლიათ მოაყაროთ ნიადაგს 1 ჩ.კ. შაქარი ან მორწყათ მცენარე ტკბილი წყლით (0,5 ჩ.კ. 0,5 ჭიქა წყალზე).
- კარგ ეფექტს იძლევა აბუსალათინის ზეთის სასუქი (1 ჩ.კ. გახნილი 1 ლიტრ წყალში) ბუტონების წარმოშობისას.
- ძალიან სასარგებლოა მცენარეებისთვის შეშის ნახშირი. ოამზადეთ ხსნარი: 1 ს.კ. ნახშირს დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი, დააყენეთ 1 კვირით, ხანდახან მოურიეთ. ამ ხსნარით მორწყით მცენარე 10 დღეში 1-ხელ.
- შეგიძლიათ მორწყათ მცენარეები შემდეგი ხსნარით: ბროწეულის ქერქს დაასხით წყალი და დააყენეთ 24 საათით. მკვებავი ნაყენი მზადაა!
- ოთახის მცენარეების იმუნიტეტს შესანიშნავად ამაღლებს ასპირინის ხსნარით შესხურება. 1 აბი უნდა გახსნათ 1 ლიტრში.