როგორ მოვამზადოთ ტრადიციული, ქართული ოჯახური - საოცარი კერძი ხორცისა და კარტოფილისგან!
მთავარი წესი ოჯახურის მომზადებისას სწორად და კარგად დამარინადებული ხორცი და ოქროსფრად დაბრაწული კარტოფილია. დანარჩენს ახლავე გასწავლით:
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ღორის ხორცი 500 გ
- ხახვი 3 თავი
- ძმარი 2 ს/კ
- ზეითუნის ზეთი 50 მლ
- ტომატპასტა 1 ს/კ
- დაფნის ფოთოლი 4 ცალი
- პილპილი და მარილი გემოვნებით
- კარტოფილი 400 გ
- არაჟანი 2 ს/კ
- ეთრი მშრალი ღვინო 60 მლ
- კოწახური 0,5 ჩ/კ
- ხმელი ქინძი მწიკვი
მომზადების წესი:
- დაჭერით ღორის ხორცი საშუალო ნაჭრებად, არ მოაცალოთ ცხიმი.
- მოამზადეთ მარინადი: არაჟანს დაუმატეთ ტომატპასტა, 10 მლ თეთრი ღვინო, ძმარი, 2 თავი ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ხმელი კოწახური, დაფნის ფოთოლი, ხმელი ქინძი, მარილი და პილპილი.
- დაასხით დაჭრილ ხორცს მარინადი, დააფარეთ თასახური და მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.
- შემდეგ გამოიღეთ ხორცი, გადაუღვარეთ მარინადი, დაფნის ფოთოლი დატოვეთ.
- შეწვით ხორცი ცხიმის გარეშე გახურებულ ტაფაზე.
- 0 წუთში ტაფაში ჩაასხით დარჩენილი ღვინო და 10 მლ წყალი.
- გააგრძელეთ ხორცის შეწვა კიდევ 20 წუთის განმავლობაში, თან პერიოდულად ურიეთ.
- ამასობაში გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. კარგად გააცხელეთ ზეთი ტაფაზე და შეწვით კარტოფილი მაღალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში.
- ხორციდან ამოიღეთ დაფნის ფოთოლი, გადაიტანეთ გაშლილ ლანგარზე კარტოფილთან ერთად.
- მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი დარჩენილი 1 თავი ხახვი.
გემრიელად მიირთვით!