ჩიხირთმა - ქათმის წვნიანის მომზადების ტრადიციული ქართული რეცეპტი
ჩიხირთმა უგემრიელესი წვნიანია, განსაკუთრებით უხდება ნაბახუსევს.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- კვერცხი- 4 ცალი
- ქათმის ფილე- 700-800გ
- ქინძი- 1 კონა
- ძმარი ან ლიმონის წვენი- 2 ჩ.კ
- ხახვი-3-4 ცალი
- მარილი გემოვნებით
- შაფრანი- 1ჩ.კ
- ფქვილი- 3 ჩ.კ
მომზადების წესი:
- ქათმის ფილე წვრილად დაჭერით, დაყარეთ ტაფაზე და ძალიან დაბალ ცეცხლზე თუშეთ სანამ ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი. თუშეთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ მარილი და დაახლოებით 7-8- ჩ.ჭ წყალი. იმისათვის რომ ბულიონი ბლანტი იყოს, დაუმატეთ ფქვილი.
- ბოლო 10 წუთის განმავლობაში წვნიანს დაუმატეთ კვერცხის გულები და კარგად აურიეთ. დაუმატეთ ძმარი და შაფრანი და გემრიელად მიირთვით.