აქტიური მწეველებისთვის ბრონქების გამწმენდი მცენარეული ნაყენი!

აქტიური მწეველებისთვის ბრონქების გამწმენდი  მცენარეული ნაყენი!
ჩემი მეუღლე აქტიური მწეველია. გაზეთში წავიკითხე, სიგარეტის ბოლში შემავალი მავნე ნივთიერებები ბრონქების კედლებსა და ფილტვებში ილექება და ხველას იწვევსო. ამიტომ გადავწყვიტე, მეუღლისთვის ბრონქების გამწმენდი მცენარეული ნაყენი მომემზადებინა. ყველაზე მარტივი საშუალება მრავალძარღვაა.

მომზადების და გამოყენების წესი:
1 ს/კ მრავალძარღვას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით 15 წუთი თავდახურული, გადაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა 3 - ჯერ დღეში.
ჩემს მეუღლეს ნაყენის სმიდან მეხუთე დღეს დაეწყო ბრონქებიდან დალექილი ჭუჭყის ამოსვლა. რამდენიმე დღე დიდი რაოდენობით ნახველი ჰქონდა, შემდეგ შემცირდა და ხველაც ჩაუწყნარდა. ახლა თავს უკეთ გრძნობს.

ექიმის კომენტარი:
მრავალძარღვა მდიდარია ლორწოთი, ცხიმოვანი ნივთიერებებით, ცილით, მინერალური მარილებით, გლიკოზიდ - აუკუბინით.
ცდებით დადგენილია, რომ მცენარის თესლს მცირე ტოქსიკური მოქმედება აქვს. მრავალძარღვას თესლი აჩქარებს ცხოველის ნაწლავის პერისტალტიკას და სწრაფად ცვლის ნაწლავებს. მცენარის თესლი წყალში იჯირჯვება. გაჯირჯვებულ თესლს კი საფაღარათო ეფექტი აქვს კუჭის მოქმედების შეფერხების მქონე პაციენტებში. მცენარეში შემავალი ლორწო ნაწლავთა ლორწოვან გარსს იცავს, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიების შთანმთქავი თვისებები. მრავალძარღვას პრეპარატები ეფექტიანია კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ორგანოთა ლორწოვანი გარსის წყლულოვანი დაზიანების დროს, ქრონიკული ანთების, აგრეთვე, ლორწოვანიდან სისხლდენის დროს - აქვს სისხლდენის შემაჩერებელი და ჭრილობის შემხორცებელი თვისებებიც.
მრავალძარღვას ნაყენი გამოიყენება კუჭის თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ქრონიკული კოლიტების, დიზენტერიის კომპელქსური მკურნალობისთვის.
ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას ასევე, იყენებენ ბრონქების ქრონიკული პათოლოგიების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. მცენარის ეფექტიანობა ამ შემთხვევაშიც მასში ლორწოს არსებობასა და ანტიბაქტერიულ თვისებებს უკავშირდება. ლორწო ათხელებს ნახველს და აადვილებს მის ამოღებას ბრონქებიდან.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი