მოირჩინეთ ბრონქიტი მანდარინის ქერქით!
ჩემს მეუღლეს აწუხებდა ბრონქიტი ახლობელმა მასწავლა მანდარინის ქერქისაგან ამოსახველებელი ნაყენის დამზადება. მისი რეცეპტით ახლაც ვსარგებლობთ:
მომზადების და გამოყენების წესი:
20 გრ გამომშრალ და დანამცეცებულ მანდარინის ქერქს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავზე ჭურჭელს, დააყოვნეთ შეგრილებამდე და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ, როგორც ამოსახველებელი საშუალება თითო ს/კ 5 - ჯერ დღეში. ყოველდღიურად ახალი ნაყენი უნდა მომზადდეს.
ექიმის კომენტარი:
მანდარინი მდიდარია სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინებით. აგრეთვე, შეიცავს ორგანულ მჟავებს ( კერძოდ, ლიმონმჟავას ). მანდარინის წვენს აქვს ანტიმიკრობული მოქმედება. ფიტოთერაპიულ სახელმძღვანელოებში ვხვდებით ცნობებს იმის შესახებაც, რომ მანდარინის ქერქის ნაყენი მართლაც ეფექტიანია ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, როგორც ამოსახველებელი და ხველების შემარბილებელი საშუალება. მას მადის მოსამატებლადაც იყენებდნენ. ასე რომ, რეცეპტში აღნიშნული ნაყენი რეკომენდებულია ბრონქიტის, პნევმონიის, ტრაქეიტის დროს.