ბრონქების ანთების სამკურნალო არაჩვეულებრივი რეცეპტი!

ბრონქების ანთების სამკურნალო არაჩვეულებრივი რეცეპტი!
რამდენიმე წლის წინ გადავიტანე ბრონქების ანთება და მას შემდეგ თავი ვეღარ დავაღწიე ავადმყოფობას - როგორც კი შემცივდებოდა, მეწყებოდა ხველა და ტკივილი გულმკერდში. დედაჩემის დაჟინებით ბოლო ორი წლის ზაფხული სურამში გავატარე, თან ვსვამდი მის მიერ მომზადებულ წამალს, რომელიც თურმე, გაიწოვს ლორწოს ბრონქებიდან, ეს რეცეპტი ასე მზადდება:

ინგრედიენტები:
  • 5 ლიმონი
  • 4 თავი ნიორი
  • 1 ლ წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:
5 ლიმონი კანიანად უნდა გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატოთ 4 თავი დაჭყლეტილი ნიორი, დაასხით 1 ლ ანადუღარი და ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული წყალი. მჭიდროდ დაახუროთ ჭურჭლის ხუფი და დატოვოთ 5 დღით ბნელ, გრილ ადგილას. პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3 -ჯერ დღეში.

ხველისათვის კი დედამ მომიმზადა ისლანდიური ხავსის ნაყენი: 1 ს/კ ისლანდიურ ხავსს უნდა დაასხათ 1 ჭიქა ცხელი წყალი, დადგათ მდუღარე წყლის ორთქლზე 20 წუთი. ნაყენი უნდა გაგრილდეს ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში 1/4 ჭიქა. მკურნალობის კურსი 3 კვირაა.
ჩემდა გასაოცრად , რაც მკურნალობა დავიწყე, მას შემდეგ აღარ გავციებულვარ და არც კი წამომიხველებია.

ექიმის კომენტარი:
პირველ რეცეპტში შემავალი კომპონენტები ჩვენი მკითხველისათვის კარგად არის ცნობილი. ლიმონი C ვიტამინის წყაროა და ორგანიზმის იმუნურ თვისებებს აძლიერებს. რაც შეეხება ნიორს, მასში არის ნივთიერებები, რომელიც ანტიბაქტერიული და ანტიანთებითი ეფექტით ხასიათდება და, ამდენად, სხვადასხვა ორგანოს ანთების პროფილაქტიკისათვის გამოიყენება.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი