პირველადი დახმარება კბილის მწვავე ტკივილის დროს.
ახლანდელ დროში ნებისმიერ დიდ ქალაქში არის 24 საათიანი ერთი სტომატოლოგიური კლინიკა მაინც. მწვავე ტკივილის დროს პაციენტს უჭირს დამოუკიდებლად მივიდეს ექიმთან. ( ჩვეულებრივ პათოლოგიური სიმპტომების მომატება ხდება ღამის ან დილის საათებში) ავადმყოფს რომ დროებით შევუმსუბუქოთ ტკივილი, შეიძლება გამოვიყენოთ ტრადიციული და ხალხური საშუალებები.
- შეიძლება გამოვივლოთ პირი თბილი წყლით და გავიწმინდოთ ხის კბილის საჩიჩქნით კარიესული ღრუები. ზოგჯერ კბილის მწვავე ტკივილს იწვევს მათში საკვების ნაწილაკების მოხვედრა.
- ასევე შეიძლება ღრძილზე დავიფინოთ ღოლოს ან კატაბალახას ფოთოლი. ტკივილის შემცირების შემდეგ ფოთლები უნდა მოვიცილოთ.
- შემდეგი რეკომენდაცია მიესადაგება მხოლოდ ზრდასრულ პაციენტებს. საჭიროა პირში ჩავიგუბოთ ცოტა არაყი ან გაზავებული სამედიცინო სპირტი მტკივან კბილთან 2 - 3 წუთით. აღნიშნული დროის შემდეგ ტკივილი გაივლის ან ვეღარ შევიგრძნობთ.
- ღრმა კარიესული ღრუ ფრთხილად გავიწმინდოთ მიხაკის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონით. ეს საშუალება არის ძლიერი ბუნებრივი ანალგეტიკი.
- თუ ეჭვი გვაქვს ჩირქოვან ანთებაზე, აუცილებელია მტკივნეულ კბილთან ლოყაზე მივიდოთ რბილ ნაჭერში გახვეული ყინულის ნაჭერი. ეს დროებით შეუმსუბუქებს პაციენტს მდგომარეობას.
- კარგ ეფექტს იძლევა პირის ღრუს გამოვლება აბზინდის ნახარშით, მრავალძარღვას და კატაბალახას ნახარშით.
- კბილის გაუჩერებელი ტკივილის დროს დავადოთ კბილზე ჭარხლის პატარა უმი ნაჭერი.
- ძველ ხალხურ საშუალებად ითვლება სტერილურ მარლაში გახვეული ხახვის რამდენიმე ნაჭრის დადება ყურზე გარედან მტკივნეული კბილის მხარეს.
- ძლიერი ტკივილის დროს შეიძლება მივადოთ ღრძილს მტკივან კბილთან ახალი ქონის პატარა ნაჭერი და დავიტოვოთ უსიამოვნო შეგრძნებების შეწყვეტამდე.