საქონლის ხორცის მწვადი სოკოთი - მირზაანულად!
მწვადის შეწვის უამრავი მეთოდი არსებობს. fpaparazzi ამჯერად მირზაანულად, სოკოთი და ბოსტნეულით მომზადებას გასწავლით.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ზეთი 4 ს/კ
- მარილი და წიწაკა
- ძმარი 1 ს/კ
- კარაქი 40 გ
- ქინძი და კამა
- 1 დიდი თავი თეთრი ხახვი
- წითელი ხახვი 2 თავი
- 4-6 კბილი ნიორი
- 1 კგ საქონლის ხორცი
- ქამა სოკო
მომზადების წესი:
- დაჭერით საქონლის ხორცის ფილე კუბიკებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ძმარი და დააჭერით ხახვი, აურიეთ და მოათავსეთ მაცივარში 4-6 საათით.
- წითელი ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად და მოხრაკეთ კარაქში 5 წუთის განმავლობაში, დაუამტეთ დაჭრილი ნიორი და ხრაკეთ კიდევ 1 წუთი.
- სოკო დაჭერით 4 ნაწილად და მოხრაკეთ ცალკე ტაფაში.
- დაუმატეთ დამარინადებული ხორცი და შეწვით კარგად.
- შემდეგ დაუმატეთ მოხრაკული ხახვი, აურიეთ, გადაიტანეთ თიხის კეცზე, მოათავსეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში.
- სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!