ხინკალი ყველით - გემრიელი და ნოყიერი კერძი
fpaparazzi ტრადიციული მთიულური კერძის განსხვავებულ ვარიანტს გთავაზობთ - ხინკალი ყველით, ხორციანზე არანაკლებ გემრიელია!
საჭირო მასალა:
გულსართისთვის:
ცომისთვის:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
გულსართისთვის:
- 3 ს/კ კარაქი
- მარილი გემოვნებით
- კვერცხის გული
- 700 გ სულუგუნი
ცომისთვის:
- 1 ჭიქა წყალი
- მწიკვი მარილი
- ფქვილი 2,5 ჭიქა
მომზადების წესი:
- ჯამში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ წყალი, მწიკვი მარილი და მოზილეთ 10 წუთის განმავლობაში ცომი. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 15 წუთი.
- ყველი გახეხეთ მსხვილად, კარაქი გაადნეთ და დაუმატეთ ყველს. დაუმატეთ ასევე კვერცხის გულები და მარილი. კარგად აურიეთ.
- ცომი კვლავ ჩაზილეთ, გაყავირთ 4 ნაწილად. თითოეული დაამრგვალეთ 3 სმ-ს სისქის მილებად, შემდეგ კი დაჭერით 1,5 სმ სიგანის ნაჭრებად.
- თითოეული ნაჭერით გააბრტყელეთ 1,5 მმ სისქის წრედ, მოათავსეთ გულში ყველის გულსართი 1,5 ჩ/კ და მოაუკარით კიდეები ხინკლის ფორმაზე.
- დიდ ქვაბში აადუღეთ 2 ლიტრი წყალი, დაუმატეთ 1 ს/კ მარილი და ჩაყარეთ ხინკალი ქაფქაფა წყალში.
- ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.
- სუფრასთან მიიტანეთ კარაქთან ერთად.