როგორ მოვამზადოთ ქართული სუფრის სიამაყე-არომატული და წვნიანი ხინკალი?

როგორ მოვამზადოთ ქართული სუფრის სიამაყე-არომატული და წვნიანი ხინკალი?
არ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელსაც ხინკალი გასინჯული მაინც არ ჰქონდეს, თუმცა ხინკალი კიდევ უფრო გემრიელია თუკი მას შინ, საკუთარი ხელით ამზადებთ. გთავაზობთ ტრადიციული ხინკლის მომზადების გამოცდილ რეცეტპს.

საჭირო მასალა:

  • 1 ჭიქა წყალი ცომისთვის
  • 3 თავი ხახვი
  • 300გ ცხვრის ხორცი
  • 200გ ძროხისა და ღორის ხორცის ფარში
  • 500გ ფქვილი
  • მწვანილი, ძირა, მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. წყლისა და ფქვილისგან მოზილეთ ძალიან მაგარი ცომი. შემდეგ გააბრტყელეთ, სპეციალური საჭრელით ან არყის ჭიქით დაჭერით რგოლებად და გააბრტყელეთ.
  2. შიგთავსისთვის ფარშში აურიეთ ხორცსაკეპში გატარებული ან დაბლენდერებული ხახვი და მწვანილი. დაუმატეთ ცოტა წყალი, მარილი, ძირა და წიწაკა გემოვნებით.
  3. ხორცის მას მოათავსეთ გაბრტყელებულ ცომში და მოახვიეთ.
  4. წყალი აადუღეთ, ჩაყარეთ მარილი და მოხარშეთ ხინკლები.


გემრიელად მიირთვით.