ხაჭაპური სულუგუნითა და იმერული ყველით
FPAPARAZZI-ი დღეს ქართულ, ტრადიციული ხაჭაპურის ოდნავ განსხვავებულ ვერსიას გთავაზობთ. გირჩევთ, სცადოთ.
საჭირო მასალა:
მომზადება:
მოამზადეთ ცომი: საფუძვლისთვის ფქვილის საერთო მასას მოაკელით 1/3-დი და შეურიეთ საფუარი, რძე, მაწონი, მარილი და შაქარი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და გააჩერეთ, სანამ მოცულობაში 2-ჯერ არ მოიმატებს. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომის მოზელვისას დაუამტეთ გამდნარი კარაქი. გადაიტანეთ ცომი სუფთა ზეთწასმულ ჯამში, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 1 საათი თბილ ადგიას.
გახეხეთ მსხვილ სახეხზე ორივე სახეობის ცომი, შეურიეთ ცილა, აუცილებლობის შემთხვევაში, დაუმატეთ მარილი. გაყავით გულსართი 100 გ-იან ულუფებად. გააკეთეთ თითოეულისგან გუნდები.
გაახურეთ ღუმელი 220-230 გრადუსზე. დააფინეთ ლითონის გამოსაცხობ ფირფიტაზე პერგამენტის ქაღალდი. ცომს მოაცილეთ ¼ ნაწილი და გადაიტანეთ ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდაზე. ხელები დაისველეთ ზეთში და გააბრტყელეთ ცომი ლავაშივით. ლავაშის შუაგულში ჩადეთ ყველის ერთი ულუფა და მოუკარით ცომს თავი. ხელით ფრთხილად გააბრტყელეთ კვლავ 1,5-2 სმ სისქეზე. გადაიტანეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე. ათქვიფეთ კვერცხის გული ერთ კოვზ წყალთან ერთად და წაუსვით ხაჭაპურს ზემოდან.
აცხვეთ 10-12 წუთი.
ცხელ-ცხელ ხაჭაპურს წაუსვით კარაქი.
საჭირო მასალა:
- 300 გ სულუგუნი
- 100 გ იმერული ყველი
- 1 კვერცხის ცილა
- 1 კვერცხის გული
- 250 გ ფქვილი
- 125 გ მაწონი
- 50 გ რძე
- 25 გ კარაქი
- 15 გ მშრალი საფუარი
- 2 გ მარილი
- 2 გ შაქარი