პელმენები ორაგულით და განსაკუთრებული სოუსით
fpaparazzi პელმენის განსხვავებულ, ძალიან გემრიელ და განსაკუთრებულ რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
ცომისთვის:
გულსართისთვის:
სოუსისთვის:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
ცომისთვის:
- ფქვილი 500+100 გ
- კვერცხი 1 ცალი
- ადუღებული წყალი 1 ჭიქა
- მარილი 1 ჩ/კ
- სპანახი 100 გ
- ზეთი 2 ს/კ
გულსართისთვის:
- ორაგულის ფილე 500 გ
- ხახვი 1 პატარა თავი
- ნიორი 1 კბილი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
სოუსისთვის:
- არაჟანი
- მაიონეზი 4 ს/კ
- სოიოს სოუსი 1 ს/კ
- ნიორი 1 კბილი
- დაფქული წიწაკა ჩილი მწიკვი
მომზადების წესი:
- ბლენდერში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ მარილი, კვერცხი, ზეთი, მოწალული და კარგად გაწურული ისპანახი და წყალი.
- მოზილეთ მაგარი ცომი, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 30 წუთი.
- ამასობაში ცომი გახდება რბილი და ელასტიკური.
- გააკეთეთ გულსართი: ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაუმატეთ მარილი. მოათავსეთ ორაგულის ფილე და ხარშეთ 10 წუთი.
- ხახვი და ნიორი გაფცქვენით და დაჭერით წვრილად.
- ფილე ამოიღეთ ქვაბიდან, გააგრილეთ, შემდეგ კი ჩანგლით გაქენით პიურეს მასის მიღებამდე.
- დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და ცოტაოდენი ლიმონის წვენი. მოაყარეთ მარილი და პილპილი, აურიეთ.
- ცომი გაყავით ორ ნაწილად. გააბრტყელეთ ერთი ნაწილი თხლად, დადეთ ცომის ნახევარზე თითო ჩაის კოვზი გულსართი დაახლოებით 3-3,5 სმ-ის დაშორებით.
- გააბრტყელეთ მეორე ცომი ასევე თხლად, დააფარეთ ფრთხილად პირველს, შეუწებეთ კიდეები.
- არყის პატარა ჭიქით ამოჭერით წრეები. მოათავსეთ პილმენები ფქვილმოყრილ გაშლილი ლანგარზე და გააჩერეთ 30 წუთი მაცივარში.
- შემდეგ კი მოხარშეთ ჩვეულებისამებრ.
- სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ არაჟანთან ან ძალიან საინტერესო სოუსთან ერთად: წვრილად დაჭერით ნიორი და გაქენით წიწაკა ჩილისთან ერთად, დაუმატეთ მაიონეზეი და სოიოს სოუსი, კარგად აურიეთ და მიიტანეთ პილმენებთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!