სუპ-ხარჩო საქონლის ხორცით - მომზადების წესი

სუპ-ხარჩო საქონლის ხორცით - მომზადების წესი
ქართული სამზარეულოს კიდევ ერთი "გამორჩეული ვარსკვლავი" სუპ ხარჩო, რომლის 4-6 პორციის მოსამზადებლად თქვენ დაახლოებით 90 წუთი დაგჭირდებათ. მისი მომზადება საშუალო სირთულისაა და შეიცავს 289 კილოკალორიას.
ინგრედიენტები:
  • საშუალო ზომის პომიდორი - 4 ცალი
  • 2/3 ჭიქა ბრინჯი
  • თითო შეკვრა ქინძი და პეტრუშკა
  • 2 მოზრდილი ხახვი
  • 1 კილოგრამი ძროხის გულმკერდი ან კანჭი
  • მარილი
  • 100 გრამი ტყლაპი ან ტომატი
  • ნიორი 0,5 თავი
  • თითო ჩაის კოვზი დაფქული ქინძი და ხარჩო-სუნელი


მომზადების წესი:
  1. ნაბიჯი 1
    გარეცხეთ ხორცი, დაასხით ცივი წყალი და წამოადუღეთ, წყალი ადუღეთ ხორცის მოხარშვამდე - ქაფი კი მოაშორეთ ხოლმე.
  2. ნაბიჯი 2
    ამოიღეთ ხორცი და მოაცალეთ ძვლები, დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად და ჩააბრუნეთ ბულიონში.
  3. ნაბიჯი 3
    ადუღებულ ბულიონში ჩაყარეთ ბრინჯი, წვრილად დაჭრილი ხახვი, პომიდორი. შემდეგ დაუმატეთ ტყლაპი ან ტომატ პასტა, ქინძი და სუნელი.
    მომზადების დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი.