როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი და არომატული ჩანახი? რეცეპტი ნაბიჯ-ნაბიჯ
ჩანახი უგემრიელესი კერია, რომელიც ხორცითა და ბოსტნეულით მზადდება. თუ არ გაგისინჯავთ, გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ. ჩვენს რეცეპტში მისი მომზადება ნაბიჯ-ნაბიჯაა აღწერილი, ამიტომ მომზადება არ გაგიჭირდებათ.
მომზადების დრო: 2საათი და 30 წუთი, პორციების რაოდენობა-6 მომზადების სირთულე- 6. კალორიულობა: 100 გრამ პროდუქტზე 643 კკ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
მომზადების დრო: 2საათი და 30 წუთი, პორციების რაოდენობა-6 მომზადების სირთულე- 6. კალორიულობა: 100 გრამ პროდუქტზე 643 კკ.
საჭირო მასალა:
- 4 საშუალო ზომის ბადრიჯანი
- 8 კბილი ნიორი
- 4 ჭიქა ხორცის ბულიონი
- 120 მგ მშრალი თეთრი ღვინო
- 120 გ დაჭრილი ხახვი
- 3ს.კ ტომატი
- 1,2 კგ ცხვრის ხორცი
- 80 გ ქინძი
- საშუალო ზომის პომიდორი
- მარილი გემოვნებით
- 120გ ცხვრის სალა
მომზადების წესი:
- ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და მოათავსეთ თიხის ჭურჭელში.
- სალა წვრილად დაჭერით, ხახვი რგოლებად, ხოლო ნიორი და ქინძი ძალიან წვრილად. აურიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ მარილი და წიწაკა.
- ბადრიჯანსა და პომიდორს გამოაცალეთ შიგთავსი, წვრილად დაჭერით და დაუმატეთ სალას. შემდეგ კი მიღებული მასით ამოავსეთ ბადრიჯნები და პომიდორი.
- ბოსტნეული თიხის ჭურშელში ზემოდან დააწყვეთ ხორცის ნაჭრებს.
- ხორცის ბულიონი მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ ტომატი და ჩაასხით ჩანახში. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე და შედგით კერძი მოსამზადებლად1 საათის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით.