ჩანახი - ნოყიერი და გემრიელი ქართული კერძი!
fpaparazzi აგრძელებს ტრადიციული კერძების რეცეპტების გამოქვეყნებას და დღეს ერთ-ერთ პოპულარულ, ნოყიერ კერძს წარმოგიდგენთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 2 ჭიქა ხორცის ბულიონი
- პომიდორი
- ხახვი საშუალო ზომის
- ოხრახუში და ქინძი თითო კონა
- 4 პატარა ბადრიჯანი
- 3 ს/კ ტომატპასტა
- დაფნის ფოთოლი
- 600 გ ცხვრის ხორცი
- 6 კარტოფილი
- ნიორი 5 კბილი
- მარილი
- 100 გ ცხვრის დუმა
მომზადების წესი:
- დაჭერით ცხვრის ხორცი მსხვილ კუბიკებად, კარტოფილი და ხახვიც - მსხვილად, პომიდორი გაჭეირთ ოთხად, ნივრის კბილები გაჭერით ორად.
- ბადრიჯანი ჩაჭერით შუამდე, მოაყარეთ მარილი და ჩატენით შუაგულში მწვანილი.
- ხორცი მოათავსეთ ცეცხლგამძლე ქვაბში, ზემოდან დაალაგეთ ბოსტნეული, დაუმატეთ ნიორი, წიწაკა, მარილი და დაფნის ფოთოლი.
- ზემოდან დაალაგეთ წვრილად დაჭრილი ცხვრის დუმა.
- აადუღეთ ბულიონი, გახსენით მასში ტომატპასტა და დაასხით მიღებული წვენი ხორცისა და ბოსტნეულის მასას.
- დააფარეთ მჭიდროთ თავსახური და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათით და 40 წუთით.
- სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ქორფა მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!