3 შესანიშნავი ლოსიონის დამზადება, ყელის კანის მოსავლელად!
ყელის კანი ბერდება უფრო ადრე, ვიდრე სახის კანი, რადგან ამ მიდამოში ცხიმის ჯირკვლები თითმის არ არის. ზოგჯერ 30 წლის ქალს ყელი უკვე დაბერებული და განივი ნაოჭებით აქვს დაფარული. ამის მიზეზი ხშირად უყურადღებობა და მოუვლელობაა. ნაოჭები ყელზე შეიძლება გამოიწვიოს მაღალ ბალიშზე ძილმა ან მაგიდასთან ძალიან დახრილმა კითხვამ და წერამ. ზოგჯერ ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს ყელზე ჩნდება მოყვითალო ან მოწითალო ბადის მაგვარი ლაქები. ასეთი ლაქები შეიძლება წარმოიშვას მზის სხივების გავლენითაც.
ყელის კანს მოუარეთ შემდეგნაირად:
ყოველ დღე გაისუფთავეთ ყელი შესაფერისი საპნით ან თქვენს მიერ მომზადებული შემდეგი მცენარეების ნაყენით: გვირილა, ცაცხვის ყვავილი, პიტნა, არყის კვირტები, სალბი, აიღეთ რომელიმე მშრალი მცენარის ან ნაკრების 1 ს/კ დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 2 საათის შემდეგ გადაწურეთ და გაიწმინდეთ ბამბის ტამპონით.
შეგიძლიათ ყელის კანისთვის ასეთი ლოსიონი დაამზადოთ:
ლოსიონი შეინახეთ მაცივარში და დილა - საღამოს ყოველ დღე გაიწმინდეთ ყელის კანი, შემდეგ კი წაისვით ცხიმიანი მკვებავი კრემი.
გახსოვდეთ ყელის კანს განსაკუთრებულად მოუარეთ, რომ არ გასცეს თქვენი ასაკი.

- 1 კვერცხის გული აურიეთ 1 ცალ ლიმონის წვენში. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაყი და 1/2 ჭიქა ნაღები.
- 1 კვერცხის გული აურიეთ 100 გრ არაჟანში, დაუმატეთ 1/4 სუფრის კოვზი არაყი და ლიმონის ან ფორთოხლის წვენი.
- გახეხეთ ახალი კიტრი, დაუმატეთ 1/5 ნაწილი არაყი. დადგით 10 დღე. გაწურეთ.
ლოსიონი შეინახეთ მაცივარში და დილა - საღამოს ყოველ დღე გაიწმინდეთ ყელის კანი, შემდეგ კი წაისვით ცხიმიანი მკვებავი კრემი.
გახსოვდეთ ყელის კანს განსაკუთრებულად მოუარეთ, რომ არ გასცეს თქვენი ასაკი.