თუ ყელზე კანი მოშვებული და დანაოჭებულია, ეს საშუალებები შესანიშნავ ეფექტს იძლევა!

თუ ყელზე კანი მოშვებული და დანაოჭებულია, ეს საშუალებები შესანიშნავ ეფექტს იძლევა!
ხშირად პირადი ჰიგიენის წესების დაცვის მიუხედავად, ყელზე კანი სახის კანთან შედარებით უფრო მუქი ფერისაა. მის მოსავლელად გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ რჩევას:

  • მკვებავი კრემის წასმის წინ, ყელზე უნდა გადავისვათ ლიმონის, კიტრის ან პამიდვრის, ახლადგამოწურული წვენი, დაგვჭირდება დაახლოებით 1 ჩ/კ. უფრო მეტ მათეთრებელ ეფექტს იძლევა, წყალბადის ზეჟანგის ხსნარის საფენები. ხშირად დავასველოთ დოლბანდი და ყელზე შემოვიხვიოთ 5 - 8 წუთით.

  • მასაჟის წინ ყელზე უნდა გადავისვათ შემთბარი მცენარეული ზეთი, ამის შემდეგ ვიკეთებთ საფენს. ნებისმიერი ხილის წვენში ( წელიწადის დროის შესაბამისად ), ვასველებთ დოლბანდს და 3 - 4 ფენად ვიხვევთ ყელზე. საფენს ვიტოვებთ სრულ გაშრობამდე.

  • ყელზე კანი თუ მოშვებული და დანაოჭებულია, კარგია მარილიანი საფენების დადება. ნახვევარი ჩაის კოვზი სუფრის მარილი. მიღებული ხსნარი გაიკეთეთ საფენი. საფენზე ზემოდან უნდა შემოიხვიოთ თბილი პირსახოცი.

  • კარგ ეფექტს იძლევა შემდეგი ნაერთი: აიღეთ 1 კვერცხის გული, ჩაის კოვზი მცენარული ზეთი და ამდენივე ნებისმიერი ვიტამინიზირებული კრემი. ამ მასით ყელზე გაიკეთეთ მასაჟი, მანამ სანამ ნაერთი მთლიანად არ შეიწოვება კანში.

  • ყელის გამომშრალ კანზე შესანიშნავად მოქმედებს, შემდეგი ნაერთი, ავიღოთ 1 კვერცხის ცილა, გავთქვიფოთ ქაფის წარმოქმნამდე, დავამატოთ ერთი ლიმონის წვენი და ერთი სუფრის კოვზი ნებისმიერი მცენარეული ზეთი. მიღებული ნაერთი ყოველდღე, ძილის წინ შევიზილოთ ყელის კანში.

სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...