ხალხური რჩევები, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ცხიმიან სახის კანს.
ცხიმიანი სახის კანის მოსავლელად გამოიყენებენ ათასფურცელას ყვავილოვან კალათას, კალანდულას ყვავილებს, სამკურნალო სალბს, სვიას, გარეულ წაბლს, სამფერა იას.
ლოსიონის დამზადება ცხიმიანი კანის მოსავლელად.
- ჩამოთვლილი მცენარეებიდან ნებისმიერს ავიღებთ სამ კოვზს, დავაქცუმაცებთ, დავასხამთ ერთი ჭიქა ანადუღარ წყალს. გავფილტრავთ და 15 წუთის შემდეგ თბილი ნაყენით ვიწმენდთ სახეს. შეიძლება გამოვიყენოთ ჩამოთვლილ მცენარეთა ნარევი. აიღეთ წინასწარ დაქუცმაცებული თითო - თითო ჩაის კოვზი, მოხარშეთ, გაფილტრეთ და დაიფინეთ კომპრესებად სახეზე, ხოლო შესქელებას დაუმატეთ რძის ფხვნილი, კრახმალი ან ფქვილი და გაიკეთეთ მიღებული ფაფის ნიღაბი. 15 - 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ.
- ცხიმიან სახის კანს შველის ორთქლის აბაზანა. მაგალითად აიღეთ თანაბარი რაოდენობით როზმარინი, სამკურნალო სალბი, გვირილა, ცაცხვის ყვავილი, პიტნის ფოთლები, მუხის ქერქი, გარეული წაბლის ნაყოფი, ტირიფისა და არყის ფოთლები, თითო - თითო სუფრის კოვზი ჩამოთვლილთა ნახევარი ჩაყარეთ ფართო ჭურჭელში და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ მოიქეცით ისე, როგორც მშრალი კანის დროს.
ლოსიონის დამზადება ცხიმიანი კანის მოსავლელად.
- გვირილას 50 ახლად მოკრეფილი ყვავილს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე, დააყოვნეთ. ერთი საათის განმავლობაში, გაფილტრეთ, ცივი ნაყენით ჩამოიბანეთ სახე დღეში ერთხელ.
- 20 გრ ახალ ოხრახუშს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე. დააყოვნეთ საათის განმავლობაში. გაფილტრეთ და გააცივეთ. გაიწმინდეთ სახის კანი.