ღუმელში მომზადებული ტეფტელების საუკეთესო რეცეპტი
მოამზადეთ ამ რეცეპტით ეს არაჩვეულებრივი კერძი და fpaparazzi გპირდებათ, დიდი ხნით დაამახსოვრებთ ოჯახის წევრებს მის გემოს.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ღორის ხორცის ფარში 500 გ
- კვერცხი 1 ცალი
- ნაღები 10 მლ
- ხახვი 2 ცალი
- პურის გული 10 გ
- ბულგარული წიწაკა 2 ცალი
- მარილი გემოვნებით
- შავი პილპილი
მომზადება:
- პურის გული დაალბეთ ნაღებში და გააჩერეთ ნახევარი საათი.
- ხახვი დაჭერით და მოხრაკეთ ზეთში.
- გააგრილეთ და შეურით კვერცხი, მარილი, პილპილი, ხორცის ფარში და ნაღებში დამბალი პური.
- კარგად აურიეთ ფარში და გააკეთეთ გუფთები.
- შეწვით ტეფტელები ზეთში, გადაიტანეთ ფორმაში, მოაყარეთ სანელებლები: დაჭრილი ბულგარული და ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.
- დაასხით ცოტაოდენი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. თუშეთ ნახევარი საათი.
გემრიელად მიირთვით!