კურდღლის ხორცის კატლეტები: გამოდის საოცრად ნაზი და არომატული!

კურდღლის ხორცის კატლეტები: გამოდის საოცრად ნაზი და არომატული!
კურდღლის ხორცით მომზადებული კატლეტები, რომელსაც დღეს fpaparazzi გთავაზობთ, გარდა იმისა, რომ გემრიელია, დიეტური და ძალიან სასარგებლოა. თამამად შეგიძლიათ აჭამოთ პატარებსაც.

საჭირო მასალა:

  • 400 გ კურდღლის ხორცის ფარში
  • 50 მლ 10 %-იანი ნაღები
  • 1 ნაჭერი წინა დღის პური
  • 2 კვერცხი
  • არილი და პილპილი გემოვნებით
  • ოხრახუში 3 ღერი
  • 3 ღერი ნიახური


მომზადების წესი:

  1. კურდღლის ფილე გაატერეთ მწვანილთან ერთად.
  2. პური დაალბეთ 10 წუთით ნაღებში.
  3. დაუმატეთ ფარშს კვერცხი და დამბალი პური, კარგად აურიეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი, ნაზი ფარში.
  4. მიღებული მასისგან გააკეთეთ თანაბარი ზომის კატლეტები სველი ხელით.
  5. შეწვით კატლეტები ზეთში. შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.
  6. თუ კატლეტებს ორთქლზე მოამზადებთ, უფრო მსუბუქ და დიეტურ კერძს მიიღებთ.


გემრიელად მიირთვით!