გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები თუ შაქრიანი დიაბეტის დროს კიდურების ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ
შაქრის დიაბეტის ერთ-ერთი უმძიმესი გართულება გახლავთ ქვედა კიდურების დაზიანება. შეიტყვეთ, თუ როგორ უნდა ავირიდოთ ეს თავიდან!
ამის მიზეზები ნერვებში და სისხლძარღვებში იმალება. ავადმყოფს მწვავე ტკივილები, გაშეშება, ”დაბურძგვლის” შეგრძნება და კანის დასკდომა აწუხებს
მგრძნობელობის დარღვევის გამო წყლულის განვითარება, ფეხისგულების ტრავმატაცია, განგრენა ჩნდება. მძიმე შემთხვევებში კი ამპუტაციაა საჭირო.
შაქრის დიაბეტის დროს ფეხისგულებს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება:
იხილეთ ვიდეო:

- ყოველდღიური დაბანა თბილი წყლით (+30-35*С) და საპნით მშრალი კანისთვის. საგულდაგულო გამშრალება, განსაკუთრებით თითებს შუა.
- ფეხისგულებისა და თითებს შუა ყოველდღიური დატენიანება მკვებავი საცხით სპირტის გარეშე.
- დაუშვებელია სათბურას გამოყენება. დაბალი მგრძნობელობის გამო დამწვრობის მიღებაა შესაძლებელი.
- ყოველდღიურად შეამოწმეთ ფეხისგულები. სიწითლის, თეთრი ნადების, ნაპრალების, ნაკაწრების, ჭრილობების აღმოჩენისას, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
- ყოველდღიურად გამოიცვალეთ წინდები და კოლჰოტები. რეკომენდებულია თეთრი ბამბის წინდების ტარება. მათი გადახარშვა შეიძლება, ასევე, სისხლის ან ჩირქის კვალიც შესამჩნევია.
- ფრჩხილების ქლიბვა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მოჭრა.
- რეგულარულად დაიმუშავეთ უხეში კანი პემზით. გამოცვალეთ პემზა 3 თვეში 1-ხელ, სოკოვანი დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
- ნუ გამოიყენებთ კოჟრების ლეიკოპლასტირს მიკროტრავმების არიდების მიზნით. ნურასოდეს მოიჭრით კოჟრებს.
- ნუ ივლით ფეხშიშველი და ნუ ჩაიცვამთ ფეხსაცმელს ფეხშიშველზე. ყოველდღიურად შეამოწმეთ ფეხსაცმელი: უცხო ნაწილაკები ხომ არაა მასში, საფენი ხომ არ ჩაბრუნებულა, ვინაიდან, ამან შეიძლება ფეხისგულების დაზიანება გამოიწვიოს.
იხილეთ ვიდეო: