მოიწესრიგეთ სისხლში შაქრის დონე, ხალხური სამკურნალო საშუალებებით.
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა აუცილებლად უნდა ხდებოდეს ექიმის მიერ, რომელიც უწინარეს ყოვლისა ავადმყოფს უნიშნავს დიეტას - მის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, და აგრეთვე ითვალისწინებს ინსულინის მიღებასაც.
ხალხური საშუალებები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ
კომში. ფოთლები და ახალი რტოები მოაგროვეთ ყვავილობის დროს, გამოაშრეთ ჩრდილში და შეინახეთ მშრალ, ცივ ადგილას. შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტონიის დროს სამკურნალოდ გამოიყენეთ შემდეგი საშუალება: აიღეთ 1 - 2 ს/კ დაქუმცამცებული ფოთლები და რტოები, დაუმატეთ 1 ჭიქა ( 200 მლ ) წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 15 წთ; დააყენეთ გაცივებამდე, გაწურეთ და სვით თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში.
არყი. კვირტები შეაგროვეთ გაზაფხულზე, მათი დაბერვის დროს. დღეღამის ნორმაა 2 - 3 ს/კ კვირტები 2 ჭიქა ადუღებულ წყალზე. დააყენეთ 6 სთ.
კუნელი. გამოიყენება ახალი ნაყოფი. იღებენ როგორც შაქრის დამწევ საშუალებას შაქრიანი დიაბეტის დროს 50 - 100 გრ 3 - 4 - ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, აუცილებლად მაძღარ კუჭზე. ნაყოფის მიღებამ მშიერ კუჭზე შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთების შევიწროება, ხშირად იწვევს კუჭ - ნაწლავის სპაზმს და ღებინებასაც კი; ამიტომ კუნელით მკურნალობა უნდა ტარდებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
შაქრის დამწევი მოქმედებით გამოირჩევა კიდვე ერთი ნაკრები - შვრიის მწვანე ჩალა 2 გრ, მოცვის გამხმარი ფოთლები 2 გრ, ლობიოს გამომშრალი საგდულები 2 გრ, სელის თესლი 2 გრ. დააქუცმაცეთ, დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი თერმოსში, გააჩერეთ ღამით, დილით გაწურეთ, სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა 3 - ჯერ დღეში ჭამიდან ნახევარი სთ - ის შემდეგ.