ლობიოს მარცვლები, უებარი წამალი შაქრიანი დიაბეტის დროს!
ჩემს დას ორი წლის წინ დაუსვეს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი. დაუნიშნეს მკურნალობა, მაგრამ არ უშველა. ერთმა ნაცნობმა ურჩია, ლობიოს მარცვლების ნაყენით მკურნალობა. რეცეპტი ძალიან მარტივია და ხელმისაწვდომი:
მომზადების და გამოყენების წესი:
16-18 მარცვალი ლობიო გარეცხეთ, ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 200 გრ მდუღარე წყალი, დახურეთ ხუფი და დადგით 10 საათის განმავლობაში. მიღებული ნაყენი უნდა სვათ მთელი დღე. უმჯობესია, ლობიო ღამე დადგათ და დილისთვის მზად იქნება. ნაყენი უნდა სვათ ყოველდღიურად , ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ჩემი და ერთი წელი სვამდა ამ ნაყენს, ამის შემდეგ შაქარი სისხლში მთლიანად მოუწესრიგდა. ეს რეცეპტი ძალიან ეფექტიანია იმ პაციენტებისთვის, ვისაც არ სჭირდება ინსულინის ინექციები.
ექიმის კომენტარი:
ლობიოს მარცვლები შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს , ცხიმებს, უჯრედისს, ასკორბინის მჟავას ( C ვიტამინს ), B ჯგუფის ვიტამინებს , კალიუმს, ფოსფორს. სპილენძისა და თუთიის შემცველობით კი ლობიო ყველა ბოსტნეულს ჯობნის. ის შეიცავს, აგრეთვე, ბევრ შეუცვლელ ამინომჟავას.
მინერალებისა და ვიტამინების შემცველობის გამო ლობიო დიეტური კვებისთვის გამოიყენება ათეროსკლეროზისა და გულის რიტმის დარღვევების დროს. ტრადიციულ მედიცინაში ლობიოს მარცვლებისა და მწვანე პარკის ნახარში გამოიყენება რევმატიზმის, თირკმელების, ჰიპერტონიული დაავადებებისა და მარილოვანი ცვლის დარღვევისას. შესაძლოა, შაქრიანი დიაბეტის დროს მისი ეფექტიც ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას უკავშირდებოდეს. მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ დაუშვებელია დიაბეტის დროს თვითნებურად წამლებზე უარის თქმა და დიეტის დაუცველობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თანაც შაქრის დონის გაუკონტროლებლად. მართლაც არსებობს მცენარეული პრეპარატები, რომელთაც ჰიპოგლიკემიური ( შაქრის დამწევი ) ეფექტი აქვთ, მაგრამ მატი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ დიაბეტის მსუბუქი ფორმის დროს დიეტოთერაპიასთან ერთად და აუცილებელად შაქრის რეგულარული კონტროლის ფონზე.