ეს ღვეზელები პურს დაგავიწყებთ. ფუმფულა ლავაში კეფირზე: გემრიელი და სწრაფი!
გთავაზობთ უგემრიელესი, ფაფუკი ლავაშის რეცეპტს, რომელიც ძალიან მარტივია და ისეთი გემრიელი, პურს აღარ იყიდით!
საჭირო მასალა:
ინგრედიენტები გულსართისთვის (ასარჩევად)
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 500 მლ კეფირი ან მაწონი
- 1 ჩ/კ სოდა
- 1 კვერცხი
- 2 ს/კ ზეთი
- 500-550 გ ფქვილი
- 50 გ კარაქი
- მარილი გემოვნებით
ინგრედიენტები გულსართისთვის (ასარჩევად)
- სოსისი ან ლორი ყველით
- ჩაშუშული სოკო
- ჩაშუშლი კომბოსტო
- კარტოფილის პიურე
- ხაჭო მწვანილით
მომზადების წესი:
- კეფირში ან მაწონში გახსენით სოდა. დაუმატეთ კვერცხი და ზეთი.
- ფქვილი გაცერით და დაუმატეთ თხევად მასას. მოზილეთ რბილი ცომი. თუ საჭირო გახდა, დაუმატეთ კიდევ ცოტაოდენი ფქვილი. გადააფარეთ ცომს ჩაის ტილო და გააჩერეთ 10 წუთი.
- მიეცით ცომს მოგრძო, მრგვალი ფორმა და დაჭერით 8-9 ნაწილად
- გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი ფქვილმოყრილ ზედაპირზე ნეკა თითის სისქეზე.
- თითოეული ცომის ცენტრში მოათავსეთ წინასწარ მომზადებული სასურველი გულსართი, მოუკარით კიდეები და გააბრტყელეთ ხელით. კვლავ გააჩერეთ 2-3 წუთი.
- სანამ ღვეზელები ისვენებს, გაახურეთ ტაფა, დაასხით ცოტაოდენი ზეთი და შეწვით ღვეზელები ორივე მხრიდან თავდახურულ ტაფაში.
- შემდეგ გაადნეთ კარაქი და წაუსვით გამომცხვარ ღვეზელებს. შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტაოდენი მარილიც.
- დაალაგეთ გამომცხვარი ღვეზელები ერთმანეთზე, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 10-15 წუთი, სანამ დაჭრიდეთ.
გემრიელად მიირთვით!