კავკასიური ხიჩინი: ყველიანი და მწვანილიანი ღვეზელების მარტივი რეცეპტი!

კავკასიური ხიჩინი: ყველიანი და მწვანილიანი ღვეზელების მარტივი რეცეპტი!
ხიჩინი - ჩრდილოეთ კავკასიური ნაციონალური ღვეზელია. მას მიირთმევენ, როგორც დამოუკიდებელ კერძად, ასევე პურის მაგივრადაც.

საჭირო მასალა:

  • ფქვილი 400 გ
  • სოდა 1 ჩ/კ
  • ადიღეური ყველი 300-400 გ
  • კარაქი გემოვნებით
  • ნიორი 2 კბილი
  • კეფირი ან მაწონი 1 ჭიქა
  • მარილი 1 ჩ/კ
  • მწვანილი 1 კონა
  • იოგურტი (ნატურალური) 200 მლ


მომზადების წესი:

  1. კეფირში ან მაწონში გახსენით სოდა, აურიეთ და გააჩერეთ 5 წუთი.
  2. გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და ჩაასხით კეფირი. მოზილეთ ცომი.
  3. მოაყარეთ ცომს ცოტაოდენი ფქვილი. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 10 წუთი.
  4. სანამ ცომი ისვენებს, გახეხეთ ყველი, დაუმატეთ წმინდად დაჭრილი მწვანილი და სურვილისამებრ მარილი.
  5. გაყავით ცომი 6 თანაბარ ნაწილად, თითოეული გააბრტყელეთ, ცენტრში მოათავსეთ დაახლოებით 2 ს/კ გულსართი და მოუკარით კიდეები.
  6. მიღებული ტომრები ხელით გააბრტყელეთ, შემდეგ კი ხის გასაბრტყელებელი ჯოხით თხლად.
  7. შეწვით ხიჩინები მშრალ ტაფაზე, თითო მხრიდან 3-3 წუთი.
  8. გამომცხვარ ხიჩინებს წაუსვით კარაქი.
  9. სქელ იოგურტში ან მაწონში აურიეთ დაჭყლეტილი ნიორი და 2 ს/კ დაჭრილი მწვანი და სუფრასთან მიიტანეთ ხიჩინები ამ სოუსთან ერთად.


გემრიელად მიირთვით!