მან ჩაის კოვზით ცომი ამოჭრა და ღუმელში მოათავსა... შედეგი? ულამაზესი და უგემრიელესი ბუტერბროდები!
ამ წასახემსებლის საიდუმლო მარტივ დეტალებშია. პირველ რიგში, შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა ფენოვანი ცომი. მეორეც, შეგიძლიათ იფანტაზიოროთ და სხვადასხვა ვარიაციით მოამზადოთ. და ბონუსი: რესტორნის შიკი სახლის პირობებში. ერთი სიტყვით, fpaparazzi შესანიშნავ იდეას გთავაზობთ!
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ფენოვანი ცომი
- რამდენიმე ჩაის ან დესერტის კოვზი
- გაყინული კარაქი
- ხიზილალა
მომზადება:
- გააბრტყელეთ ცომი, გაანაწილეთ მასზე კოვზები დაახლოებით 4 სმ-ის დაშორებით ერთმანეთისგან.
- დანის მეშვეობით ამოჭერით თითოეული კოვზისგან სილუეტი.
- ოდნავ დააწექი ცომს, რომ მიიღოს კოვზის ფორმა.
- მოათავსე პერგამენდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე და აცხვეთ შედევრი 15 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე!
- გააცივეთ ცომის კოვზები! გახეხეთ გაყინული კარაქი წვრილ სახეხზე.
- ამოავსეთ კოვზები კარაქით, ზემოდან დაადეთ ხიზილალა. მზად არის!
გემრიელად მიირთვით!