უგემრიელესი ვაშლის კრუასანები ფენოვანი ცომითა და შაქრის სიროფით
ბევრი დიასახლისისთვის ფენოვანი ცომი ნამდვილი დამხმარეა. fpaparazzi გთავაზობთ უგემრიელესი ვაშლის კრუასანების რეცეპტს, რომელსაც უცებ მოამზადებთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ფენოვანი ცომი – 500 გ
- ვაშლი;
- კარაქი – 120 გ
- შაქარი – 1/2 ჭიქა
- ყავისფერი შაქარი – 1/4 ჭიქა;
- გაზიანი სასმელი (სპრაიტი)
- დარიჩინი – 1/2 ჩ/კ
- ვანილი – მწიკვი
მომზადების წესი:
- გარეცხეთ ვაშლი და გაფცქვენით. დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- მზა ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით სამკუთხებად. გაახვიეთ თითოეულ სამკუთხედში ვაშლის ნაჭერი.
- ღრმა გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და დააწყეთ მასზე ცომში გახვეული ვაშლები.
- გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ თეთრი და ყავისფერი შაქარი, დარიჩინი და ვანილი.
- დადგით დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება.
- როცა მასა ერგვაროვანი გახდება, მოასხით კრუასანებს. ზემოდან კი სპრაიტი (ან სხვა ტკბილი გაზიანი სასმელი) მოასხით, რათა მინანქარი არ ჩამოირეცხოს. სიროფი დაახლოებით ნახევრამდე უნდა ფარავდეს კრუასანებს.
- შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ იქამდე, სანამ კრუასანები ოქროსფრად არ დაიბრაწება.
- დესერტი შეგიძლიათ მიირთვათ ცხელ-ცხელი ნაყინთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!