ალუბლის კრემიანი ღვეზელი ფენოვანი ცომით
fpaparazzi დღეს დესერტად უგემრიელეს და სწრაფად მოსამზადებელ ალუბლის ღვეზელს გთავაზობთ. აუცილებლად სცადეთ.
საჭირო მასალა:
მომზადება:
შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ფენოვანი ცომი 500 გ
- ალუბალი 500 გ
- შედედებული რძე 1 ჭიქა
- არაჟანი 300 მლ
- კარაქი 1 ს/კ
- შაქარი 1 ს/კ
მომზადება:
- გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი თხლად და გაჭერით 6-8 თანაბარ ნაწილად.
- გაანაწილეთ უკურკო ალუბლები ცომის ნაჭრებზე და დაახვიეთ რულეტივით.
- მოათავსეთ პერგამენტ დაფენილ ღუმელის ფირფიტაზე და აცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ გააგრილეთ.
- ამასობაში კი მოამზადეთ კრემი: მიქსერით ათქვიფეთ რძე, არაჟანი და შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მოასხით მიღებული კრემი ალუბლიან მილებს.
- შედგით მაცივარში 1-2 საათით.
შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!